We’ve updated our Terms of Use to reflect our new entity name and address. You can review the changes here.
We’ve updated our Terms of Use. You can review the changes here.

Tavshekaveba

by Eko & Vinda Folio

/
  • Streaming + Download

    Includes unlimited streaming via the free Bandcamp app, plus high-quality download in MP3, FLAC and more.
    Purchasable with gift card

      €7 EUR  or more

     

1.
2.
Samalavi 02:45
3.
Qarianebs 02:28
4.
Tavshekaveba 03:40
5.
6.
7.
8.
Arevadia 03:18
9.
10.

about

Eko & Vinda Folio, ოთხი წლის შემდეგ, ახალი ალბომით „თავშეკავება” მსმენელს უბრუნდება

ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში თავად იპოვოს ის „წერტილი”, რომელიც მას „ატყვევებს”. ეს კი ადვილი აღმოსაჩენი არაა. როგორც წესი ამ „წერტილს” წრეზე დაუსრულებელი ტრიალისას ვამჩნევთ ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მას სპირალისებური ტრიალით ვუახლოვდებით. ეს წერტილი ჰგავს უხილავ ძელს, რომელზეც ასევე უხილავი ჯაჭვით არის მიბმული ადამიანის ცნობიერება. ამ ჯაჭვის მოხელთება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შორს წასვლას მოისურვებ, სანაცვლოდ კი კისერში იგრძნობ ტკივილს. სწორედ ამ ტკივილმა შეიძლება მიგახვედროს, რომ არსებობს ეს უხილავი ჯაჭვი, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდი, რომელიც არ გიშვებს და მუდმივად გტოვებს იქ, სადაც ხარ. ეს არის „ავტომატური თანხმობა” - დარჩე იქ, სადაც აქამდე იყავი.

თავისუფლების მიღწევა და მისი შენარჩუნება მუდმივად იქნება ადამიანების მისწრაფება, თუმცა სხვადასხვა დროსა და სივრცეში მისი აღქმა და გაგება ხშირად იცვლის ფერს.
თავისუფლების ცნების მუტირებულმა, მხოლოდ პოლიტიკურად ინტერპრეტირებულმა გაგებამ, ადამიანების ცნობიერება დაისაკუთრა. ხშირად, გარე სამყაროს მაჯისცემას მიყურადებულებს გვავიწყდება, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მისივე ცნობიერების სიღრმეში, სხვების მიერ უნებართვოდ ჩაშენებული მონოლითური სტრუქტურების, ცრუ-აღქმების, ლანდებისა და საკუთარი ინსტინქტების ტყვეა. ამის გააზრების გარეშე კი ის თავისუფლებას ანუ ავთენტურ მდგომარეობას ვერ მიუახლოვდება.

სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, თუკი რაიმე უქმნის თავისუფლებას საფრთხეს, ეს არის სწორედ ის „ავტომატური თანხმობა”, რომელიც სხვების მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციების მიმართ „უნდა” ჰქონდეს ადამიანს, იმისთვის, რომ „კარგ მოქალაქედ მოინიშნოს”. ამ ვითარებაში კი რეალური თავისუფლება სწორედ ასეთი „თანხმობისგან” თავშეკავებით ვლინდება.

თავისუფლებისკენ გზა გაცნობიერებული უარის თქმის უნარს გულისხმობს. სწორედ ამით განსხვავდება თავშეკავება თვით-აკრძალვისგან. თავშეკავება შინაგანი მდგომარეობაა, ხოლო აკრძალვა „ნევროტული დაძაბულობა”, რომელიც გაძლებაზე ყოფნას გულისხმობს და თავისი არსით დესტრუქციულია.

ავთენტურობა თავშეკავების გაცნობიერებულ აქტზე გადის, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავს შეკითხვების მთელ კასკადს უსვამს და ცდილობს, ამ გზით მიაგნოს ნამდვილ მე-ს, გამოიხსნას ის იმ გარედან შემოპარული მოჩვენებებისგან, რომლებიც ჩვენივე სურვილებად ინიღბება. საკუთარ თავთან მიახლოება თავშეკავების მუდმივმოქმედი პროცესია, რომელიც არა აკრძალვებს, არამედ გამოცდილებების გააზრებასა და შემდგომ მოქმედებას გულისხმობს.

ალბომი „თავშეკავება“ სწორედ ჩვენში წარმოშობილ თავშეკავების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც პიროვნული ტრანსფორმაციის აუცილებელი კომპონენტია. ადამიანი ფლობს პოტენციალს, რომ აფექტური მდგომარეობა გააზრებული ქმედებებით ჩაანაცვლოს და თვითკმარი, ავთენტური სიცოცხლე განაახლოს.

credits

released November 23, 2023

Artwork By - Temur Ezugbaia
Mixed, Mastered, Produced By - Tornike Gvelesiani
Written By - Erekle Deisadze, Temur Ezugbaia
Typography By -Giorgi Grdzelishvili
Label - Bloom Music

license

all rights reserved

tags

about

Eko & Vinda Folio Tbilisi, Georgia

contact / help

Contact Eko & Vinda Folio

Streaming and
Download help

Redeem code

Report this album or account

If you like Eko & Vinda Folio, you may also like: